ინფორმაცია ოფიციალურია! 2015 წლის ოსკარის დაჯილდოებას ნეილ პატრიკ ჰარისი წაიყვანს! ამ უკანასკნელს დიდი გამოცდილება აქვს მსგავს საღამოებში და ანალოგიური სტატუსით სარგებლობდა ტონისა და ემის დაჯილდოების ცერემონიებზეც. შეგახსენებთ, რომ ამერიკული აკადემიის წინა, 86-ე საღამო ელენ დეჯენერესს მიჰყავდა. მასვე ეკუთვნის რეკორდული სელფი, რომელიც მსახიობებთან ერთად პირდაპირ ეთერში გადაიღო. სავარაუდოდ, არც ნეილი მოგვაკლებს სანახაობას და, სხვა თუ არაფერი, ერთ მხიარულ და ცოცხალ მუსიკალურ ნომერს მაინც შემოგვთავაზებს.
საღამოს პროდუსერები უკვე მესამედ იქნებიან კრეგ ზადანი და ნეილ მერონი. მათი რჩეული წამყვანი ნამდვილად გამოირჩევა იუმორითა და ქარიზმით. ნეილ პატრიკ ჰარისმა ახალი ამბავი თავისი ტვიტერის გვერდზე უკვე დაადასტურა:
შეგახსენებთ, რომ ოსკარის 87-ე დაჯილდოება 22 თებერვალს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები