რუბრიკები
ზაფხულიდან პარიზში ძველი მანქანების გადაადგილება იკრძალება
ამ წლის ზაფხულიდან პარიზში ძალაში შევა კანონი, რომელიც ქალაქში ძველი მანქანების გადაადგილებას კრძალავს. შესაბამის დოკუმენტს ქალაქის მერმა ან იდალგომ ხელი უკვე მოაწერა. ივლისიდან, ქალაქის ცენტრალური ნაწილი მთლიანად დაიკეტება იმ ავტობუსებისთვის და სატვირთო მანქანებისთვის, რომლებიც 2001 წლის ოქტომრამდე არის რეგისტრირებული. 1 წელში კი პარიზში და მის შემოგარენში შესვლა აიკრძალება იმ მსუბუქი მანქანებისთვის, მოტოციკლეტებისთვის და მსუბუქი კომერციული მანქანებისთვის, რომლებიც აღრიცხვაზე 1997 წლის 30 სექტემბრამდე არის აყვანილი. ამასთან, პირები, რომლებიც დაკავებული არიან მაგალითად მანქანებით ტვირთების მიტანით, ვაჭრობით ან რემონტით, მიიღებენ ფასდაკლებას ელექტრომობილების ან გაზზე მომუშავე მანქანების შესაძენად და ამის კომპენსირებას სახელმწიფო მოახდენს. ამ მიზნით, ხელისუფლება წელიწადში 5 მლნ ევროს გამოყოფს. 2020 წლისთვის, პარიზში მხოლოდ „ევრო-5“-ის სტანდარტის შესაბამისი ძრავის მქონე მანქანებით იქნება დაშვებული გადაადგილება. მათ შორის ქალაქის ცენტრში მოძრავი ყველა მანქანა 2011 წლის შემდეგ უნდა იყოს გამოშვებული, ხოლო მოტოციკლი - 2015 წლის ივლისის შემდეგ. გარდა ამისა, საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრმა სეგოლენ რუაიალმა განაცხადა, რომ მძღოლს, რომელიც უარს იტყვის დიზელზე მომუშავე მანქანაზე, სახელმწიფოსგან 10 ათასი ევროს სუბსიდიის იმედი უნდა ჰქონდეს ელექტრომობილის შესაძენად.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.