ამ წლის ზაფხულიდან პარიზში ძალაში შევა კანონი, რომელიც ქალაქში ძველი მანქანების გადაადგილებას კრძალავს. შესაბამის დოკუმენტს ქალაქის მერმა ან იდალგომ ხელი უკვე მოაწერა.
ივლისიდან, ქალაქის ცენტრალური ნაწილი მთლიანად დაიკეტება იმ ავტობუსებისთვის და სატვირთო მანქანებისთვის, რომლებიც 2001 წლის ოქტომრამდე არის რეგისტრირებული. 1 წელში კი პარიზში და მის შემოგარენში შესვლა აიკრძალება იმ მსუბუქი მანქანებისთვის, მოტოციკლეტებისთვის და მსუბუქი კომერციული მანქანებისთვის, რომლებიც აღრიცხვაზე 1997 წლის 30 სექტემბრამდე არის აყვანილი.
ამასთან, პირები, რომლებიც დაკავებული არიან მაგალითად მანქანებით ტვირთების მიტანით, ვაჭრობით ან რემონტით, მიიღებენ ფასდაკლებას ელექტრომობილების ან გაზზე მომუშავე მანქანების შესაძენად და ამის კომპენსირებას სახელმწიფო მოახდენს. ამ მიზნით, ხელისუფლება წელიწადში 5 მლნ ევროს გამოყოფს.
2020 წლისთვის, პარიზში მხოლოდ „ევრო-5“-ის სტანდარტის შესაბამისი ძრავის მქონე მანქანებით იქნება დაშვებული გადაადგილება. მათ შორის ქალაქის ცენტრში მოძრავი ყველა მანქანა 2011 წლის შემდეგ უნდა იყოს გამოშვებული, ხოლო მოტოციკლი - 2015 წლის ივლისის შემდეგ.
გარდა ამისა, საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრმა სეგოლენ რუაიალმა განაცხადა, რომ მძღოლს, რომელიც უარს იტყვის დიზელზე მომუშავე მანქანაზე, სახელმწიფოსგან 10 ათასი ევროს სუბსიდიის იმედი უნდა ჰქონდეს ელექტრომობილის შესაძენად.
მასალის გამოყენების პირობები