სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინასებული პროექტები განიხილეს.
შეხვედრა, რომელიც სამუშაო ხასიათის იყო, იმსჯელეს იმ პრობლემურ პროექტებზე, რომელიც გასულ წელს მუნიციპალიტეტებს ჰქონდათ.
შეხვედრაზე გუბერნატორმა ლევან შონიამ რეგიონის მერებსა და გამგებლებს ახალი პროექტების მონიტორინგისა და ზედამხედველობისკენ მოუწოდა და ხარვეზების არსებობის შემთხვევაში მათზე დროული რეაგირება ურჩია.
შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა და მას ზუგდიდისა და ფოთის მერიისა და რეგიონში შემავალი გამგეობების ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსებიც ესწრებოდნენ. მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონების პროექტების მონიტორინგის სამსახურის უფროსმა მინდია ღლონტმა განაცხადა, რომ ასევე იგეგმება დამატებითი სამუშაო შეხვედრები,
მომავალში მეტი კოორდინირების მიზნით.
მასალის გამოყენების პირობები