ბობი კრისტინა ბრაუნის მამიდამ მედიას აცნობა, რომ მისი ძმიშვილის მდგომარეობა უკეთესდება და ის თვალებსაც კი ახელს. მიუხედავად იმისა, რომ ისევ სასუნთქ აპარატზეა შეერთებული, უბედური შემთხვევიდან ორი კვირის შემდეგ გოგონა გარე ფაქტორებზე უმნიშვნელოდ რეაგირებს.
შეგახსენებთ, რომ უიტნი ჰიუსტონის ქალიშვილი აბაზანაში გონებადაკარგული იპოვეს. უკვე გამოირიცხა ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედება. ეჭვობენ, რომ საქმეში ბობის შეყვარებულია გარეული, თუმცა ინფორმაცია და ბრალეულობა ოფიციალურად არ დასტურდება.
კრისტინას ბებიას სურდა, შვილიშვილი მაშინ გამოერთოთ აპარატიდან, როცა უიტნი ჰიუსტონის გარდაცვალებიდან ზუსტად სამი წელი გავიდოდა. ეს ორი დღის წინ იყო. საბედნიეროდ, ბობი ბრაუნი ამ გადაწყვეტილებას არ დათანხმდა და გოგონაც ნელნელა უკეთ ხდება.
ძალიან ბევრი ნიშანია იმისა, რომ კრისტინა კარგად იქნება! დიახ, ის კარგადაა მიუხედავად იმ ყველაფრისა, რასაც ინტერნეტში წერენ! ის თვალებს ახელს და რაღაცებზე რეაგირებს. ამ მომენტში ჩვენი გოგონა უკეთესადაა. ვეუბნებოდი, არავის არ ენდო-მეთქი, მაგრამ რას წარმოიდგენდა, ასეთი რამ თუ დაემართებოდა?! ნიკ გორდონზე ბევრი ეჭვი გვაქვს და ამ ეჭვებს თავისი მიზეზები აქვს! ჯერჯერობით სხვას ვერაფერს გეტყვით… უბრალოდ, კრისტინა თავის თავს არასოდეს არაფერს დაუშავებდა იმიტომ, რომ მას სიცოცხლე საოცრად უყვარდა! მის ცხოვრებაში იმდენი კარგი რამ ხდებოდა… იმდენი რამ ჰქონდა წინ… ისეთი აღტაცებული იყო… არასოდეს ავნებდა თავის თავს.
უცნობი რჩება გამოძიების დეტალები. რადიო "ათინათი"ყველა სიახლეს შეგატყობინებთ.
მასალის გამოყენების პირობები