Apple ახალ რეკორდებს ამყარებს: ამ კვირის სამშაბათის საბირჟო ვაჭრობების შედეგების მიხედვით, მსოფლიოში უმსხვილესი IT-კომპანიის კაპიტალიზაცია $710 მლრდ-ს აჭარბებს.
ამ მაჩვენებლით, Apple ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაა. მაგალითად ნავთობგიგანტი Exxon Mobil-ის კაპიტალიზაცია $400 მლრდ-საც კი ვერ აღწევს. Google დღეს $363 მლრდ ღირს, ხოლო Apple-ის მარადი კონკურენტი Microsoft-ი - $349 მლრდ.
Apple-ის კაპიტალიზაცია 1 წელში თითქმის $100 მლრდ-ით გაიზარდა. ამასთან, საბირჟო ანალიტიკოსების უმრავლესობა თვლის, რომ კომპანიის აქციების დღევანდელი ფასი, $122, უახლოეს მომავალში $150-იან ნიშნულს მიაღწევს.
მასალის გამოყენების პირობები