დღეს ზუგდიდში „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში გამგებლის წარმომადგენლებს სოფლებში „აგრო ბარათები“ გადასცეს. სოფლის მეურნეობის წარმომადგენელმა გამგებლებს აგრო ბარათების გამოყენების ინსტრუქცია გააცნო და მათ შეკითხვებასაც უპასუხა. აგრო ბარათების გადაცემას ზუგდიდის გამგეობისა და სამგერელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლები დაესწრნენ. მოსახლეობაში „აგეო ბარათების“ დარიგება ორშაბათიდან დაიწყება.
სამეგრელოში „აგრო ბარათებით“ სულ 99 437 მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს. აქედან, ზუგდიდში აღნიშნულ ბარათებს 27 ათასზე მეტი ფერმერი მიიღებს.
„მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის” ბენეფიციარები იქნებიან ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ 1.25 ჰა-ს ჩათვლით ფართობი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებსაც ერთწლიანი ან მრავალწლიანი კულტურების წარმოებისთვის იყენებენ.
ბენეფიციარებს, რომელთაც 0, 25ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გააჩნიათ 50 ლარის ეკვივალენტის ქულა დაერიცხებათ, რომელსაც სასუქისა და პესტიციდების შესაძენად გამოიყენებენ. რაც შეეხება 1,25 ჰა-ის ჩათვლით ფართობის მიწის ნაკვეთებს, ფერმერები 1 ჰა-ზე 140 ლარის ღირებულების სარგებელს მიიღებენ.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები