რუბრიკები
შამილ აძინბა- აფხაზეთის მოქალაქეები ახალ პასპორტებს მიიღებენ
აფხაზეთის დე–ფაქტო ვიცე–პრემიერის შამილ აძინბას განცხადებით, აფხაზეთის მოქალაქეები 2015 წლის ბოლოსთვის ახალ პასპორტებს მიიღებენ, რომელსაც დაცვის მაღალი ხარისხი ექნება და რუსეთში დამზადდება. ამის შესახებ ინფორმაციას ,,იტარ–ტასი“ ავრცელებს. შამილ აძინბას ცნობით, ახალი პასპორტების გაცემა სამ თვეში დაიწყება, 2016 წელს დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებამდე კი პასპორტიზაციის პროცესი დასრულდება. ე.წ. ვიცე–პრემიერის განცხადებით, 2005 წლიდან დღემდე, აფხაზური პასპორტი დაახლოებით 200 ათასმა ადამიანმა მიიღო. მათი შეცვლის აუცილებლობა გამოწვეულია იმით, რომ 2014 წლის ზაფხულში აფხაზეთის საპასპორტო–სავიზო სამსახურმა გამოავლინა 22 787 ადამიანი, რომლებსაც პასპორტი კანონის დარღვევით გადაეცათ. საუბარია ძირითადად ქართველებზე, რომლებმაც აფხაზური პასპორტები მიიღეს და არ თქვეს უარი საქართველოს მოქალაქეობაზე. ორმაგი მოქალაქეობა აფხაზეთში მხოლოდ რუსეთის ფედერაციასთან არის დაშვებული. აძინბას განცხადებით, ის პირები, რომლებიც აფხაზეთის მოქალაქეები არ არიან, თუმცა იქ ცხოვრობენ, მხოლოდ აფხაზეთში ცხოვრების უფლებას მიიღებენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.