რუბრიკები
ფოთში მეთევზეებმა საპროტესტო აქცია გამართეს
საკანონმდებლო ცვლილებების მოთხოვნით, ფოთელმა მეთევზეებმა აქცია გამართეს. მორიგი საპროტესტო აქცია მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან შედგა. მეთევზეები ე.წ. ქისა ბადით თევზაობის წესის წინააღმდეგ გამოდიან და მიიჩნევენ, რომ ეს შავი ზღვის აკვატორიის ფლორისა და ფაუნის განადგურებას იწვევს და ბრაკონიერობის ტოლფასია.  აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ე.წ. ქისა ბადით თევზაობა, რომელიც 300 მეტრის სიღრმეზე ვრცელდება, მხოლოდ თურქი მეთევზეებისთვის არის ხელსაყრელი და რამდენიმე წლის წინ სწორედ მათთვის იქნა ეს ცვლილება დაკანონებული.  ამ პრობლემების გარდა, მეთევზეების თქმით, არსებობს მთელი რიგი ტექნიკური ხარვეზები რაც მათ მუშაობაში ხელს უშლის.  ისინი სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ და ამისთვის შუამდგომლობას ფოთის მერს თხოვენ.  ამასთან, როგორც ფოთის მერმა  ირაკლი კაკულიამ განაცხადა, შეხვედრა შესაბამის უწყებებთან უახლოეს მომავალში შედგება.  მეთევზეები პრობლემების დაუკმაყოფილებლობის შემთხევვაში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.