რუბრიკები
ფოთში მეთევზეებმა საპროტესტო აქცია გამართეს
საკანონმდებლო ცვლილებების მოთხოვნით, ფოთელმა მეთევზეებმა აქცია გამართეს. მორიგი საპროტესტო აქცია მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან შედგა. მეთევზეები ე.წ. ქისა ბადით თევზაობის წესის წინააღმდეგ გამოდიან და მიიჩნევენ, რომ ეს შავი ზღვის აკვატორიის ფლორისა და ფაუნის განადგურებას იწვევს და ბრაკონიერობის ტოლფასია.
აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ე.წ. ქისა ბადით თევზაობა, რომელიც 300 მეტრის სიღრმეზე ვრცელდება, მხოლოდ თურქი მეთევზეებისთვის არის ხელსაყრელი და რამდენიმე წლის წინ სწორედ მათთვის იქნა ეს ცვლილება დაკანონებული.
ამ პრობლემების გარდა, მეთევზეების თქმით, არსებობს მთელი რიგი ტექნიკური ხარვეზები რაც მათ მუშაობაში ხელს უშლის. ისინი სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ და ამისთვის შუამდგომლობას ფოთის მერს თხოვენ.
ამასთან, როგორც ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ განაცხადა, შეხვედრა შესაბამის უწყებებთან უახლოეს მომავალში შედგება. მეთევზეები პრობლემების დაუკმაყოფილებლობის შემთხევვაში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები