რუბრიკები
დევნილთა ახალი კორპუსების მშენებლობის ადგილი სოზარ სუბარმა დაათვალიერა

ქალაქ ზუგდიდში, ბარამიას ქუჩა №7-ში, 34 თორმეტსართულიანი კორპუსის მშენებლობა დაიწყება, სადაც  2460 დევნილი ოჯახი ბინას საკუთრებაში მიიღებს.

ეს ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადააგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა დევნილებს დღეს გამართულ შეხვედრაზე მიაწოდა.  შეხვედრას მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია და აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია დაესწრნენ.

არსებული ინფორმაციით ტერიტორიის განაშენიანება  3,5 ჰექტარზე მიმდინარეობს. აშენდება თანამედროვე არქიტექტურის კორპუსები, მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა. მინისტრის ინფორმაციით კომპლექსის აშენების შემდეგ "დევნილთა განსახლების გრძელვადიანი პრობლემა პრაქტიკულად მოიხსნება." მისივე განცხადებით , ზუგდიდში თაბუკაშვილის ქუცაზე  უკვე დასრულდა მშენებლობა და მარტის დასაწყისში 320 დევნილი ოჯახი ახალ ბინას მიიღბს .  ახალი კორპუსი ადაპტირებულია შშმ პირებისთვის და პირველ სართულზე ბინებს სწორედ ეს ადამიანები მიიღებენ. მხარის გუბერნატორის განცხადებით, მშენებლობაზე დევნილები დასაქმდებიან, რაც მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებას. ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ დევნილებთან საუბრისას აღნიშნა, რომ, როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია დევნილებისათვის ღირსეული პირობების შექმნა და ეს პროცესი შეუქცევადია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.