რუბრიკები
დღეში მხოლოდ ერთხელ ვიკვებებით - დევნილი აფხაზეთის მთავრობის სხდომაზე (ვიდეო)
აფხაზეთის მთავრობამ ზუგდიდში გასვლითი სამთავრობო სხდომა გამართა.  სხდომას, აფხაზეთის მთავრობის, დევნილთა სამინისტროს, ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, დევნილებიც ესწრებოდნენ. სამთავრობო სხდომა ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ლევან შონიას მოწვევით ჩატარდა. აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა სხდომაზე შესრულებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელის ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, ზუგდიდში 2016 წლის ბოლოს დევნილების ბინით დაკმაყოფილების საკითხი მოგვარებული იქნება. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებს რეგიონში უფრო ხშირად ჩამოსვლისკენ მოუწოდა, რადგან ეს, მისივე თქმით, დევნილებისთვის მორალურ მხარდაჭერას წარმოადგენს. გარდა ამისა, რამდენიმე დევნილმა საკუთარი ოჯახის პრობლემა აფხაზეთის მთვარობის წარმომადგენლებს პირადად გააცნო. აფხაზეთიდან დევნილი  თინა ქირია ბინით უზრუნველყოფას ითხოვს. მისი თქმით, ის უკვე ერთი წელია ნათესავის სახლში, სხვისი ლუკმა-პურის ხარჯზე ცხოვრობს.  მანამდე კი ის, ოჯახთან ერთად, უკრაინაში ცხოვრობდა. "იმდენად გვიჭირს, რომ დღეში მხოლოდ ერთხელ ვიკვებებით. სახლში ავადმყოფი მეუღლე და უცხო ენების სპეციალისტი ქალიშვილი მყავს, ვერც ერთმა სამსახური ვერ ვიშოვეთ", - თქვა თინა ქირიამ. აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელებმა ქირიების ოჯახს დახმარებისა და მათი საკითხის შესწავლის პირობა მისცეს. ქალაქ ზუგდიდში, ბარამიას ქუჩა №7-ში, 34 თორმეტსართულიანი კორპუსის მშენებლობა დაიწყება, სადაც საბოლოო ჯამში 2460 დევნილი ოჯახი ბინას საკუთრებაში მიიღებს. ეს ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა , განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა დევნილებს დღეს გამართულ შეხვედრაზე მიაწოდა. შეხვედრას მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია და აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია დაესწრნენ. შეხვედრის მონაწილეების ინფორმაციით ბინების ტერიტორიის განაშენიანება 3,5 ჰექტარზე მიმდინარეობს,სადაც თანამედროვე არქიტექტურის კორპუსები აშენდება და ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება.მათივე თქმით კომპლექსის აშენების შემდეგ დევნილთა განსახლების გრძელვადიანი პრობლემა მოიხსნება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.