ინგრედიენტები:
თევზის ფილე 500 გ
კარტოფილი 350 გ
რძე 100 მლ
წყალი 100 მლ
მწვანე ხახვი 2-3 ღერი
ოხრახუში რამდენიმე ღერი
ლიმონის ცედრა 1/2 ჩ.კ
მარილი და პილპილი
კვერცხი 1
საფანელი
ზეთი შესაწვავად
მაიონეზი 2 ს.კ
მდოგვი 1 ჩ.კ
მომზადების წესი:
თევზის ფილეს დაასხით რძე და წყალი, წამოადუღეთ, გადმოდგით და გააჩერეთ 10 წუთი თავდახურული. პარალელურად, კარტოფილი დაჭერით, დაასხით მდუღარე ისე რომ ოდნავ დაფაროს, ადუღეთ 10 წუთი, გადაწურეთ მთლიანად და დაჭყლიტეთ.
თევზი ხელით აკურატულად დაშალეთ, შეურიეთ კარტოფილს, დაამატეთ ლიმონის ცედრა, დაჭრილი ხახვი, ოხრახუში, მდოგვი და მაიონეზი. შეაზავეთ მარილით და პილპილით. აურიეთ.
გააკეთეთ კატლეტები. ამოავლეტ ჯერ კვერცხში, შემდეგ ფქვილში ან საფანელში და შეწვით ტაფაში ორივე
მასალის გამოყენების პირობები