ინგრედიენტები:
ნიგოზი 200 გ
ფქვილი 300 გ
შაქარი 200 გ
კვერცხი 4
ვაშლის პიურე 1 ჭიქა
სტაფილო 350 გ
დარიჩინი 1 ჩ.კ
სოდა 1 ჩ.კ
ფორთოხალი 1
მომზადების წესი:
ნიგოზი მოხალეთ და მსხვილად დააქუცმაცეთ, სტაფილო წვრილად გახეხეთ. ფორთოხალს აახეხეთ ცედრა და გამოწურეთ წვენი.
ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი, ვაშლის პიურე, ფორთოხლის წვენი. შეურიეთ ფქვილი, დარიჩინი, სოდა, ცედრა, ბოლოს ნიგოზი და სტაფილო.
ცომი გადაიტანეთ ფორმაში და 180 გრადუსზე გამოაცხეთ 30-40 წუთი.
მასალის გამოყენების პირობები