რუბრიკები
Facebook-ი მომხმარებელს ანდერძის დატოვების სერვისს სთავაზობს
სოციალური ქსელი Facebook-ი მომხმარებელს საკუთარი ექაუნთის მემკვიდრეობით გადაცემას საშუალებას აძლევს. სოციალური ქსელის მომხმარებელს ამიერიდან შეუძლია საკუთარი ექაუნთი გარდაცვალების შემდეგ უანდერძოს მისთვის სასურველ ადამიანს, იქნება ეს მეგობარი თუ ნათესავი. მფლობელის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი ”ფეისბუქის” გვერდი მემორიალურ სტატუსს მიიღებს, მემკვიდრეს კი შეეძლება განათავსოს განცხადება გვერდის მფლობელის გარდაცვალების თაობაზე. ანდერძით მემკვიდრეს ასევე უფლება აქვს შეცვალოს წინა მდლობელის პროფილის ფოტო ან გარეკანის გამოსახულება, ე.წ. ქავერ ფოტო. ამასთან ერთად, მემკვიდრეს არ ექნება წვდომა გარდაცვლილის პირად წერილებთან და ვერც მისი პაროლით სარგებლობას შეძლებს. ”ფეისბუქის” ახალი პროდუქტის მენეჯერის ვანესა კელისონ-ბერჩის განმარტებით, მას შემდეგ რაც ”ფეისბუქი” ადამიანის გარდაცვალების შესახებ შეტყობინებას საგანგებოდ შევსებული ონლაინ ანკეტის მეშვეობით მიიღებს, სოციალური ქსელი მის მონაცემებში შესწორებებს შეიტანს: გარდაცვლილის სახელის თავზე გაჩნდება სიტყვა ”მოგონება” (Remembering). ექაუნთის მემკვიდრე აუცილებლად უნდა იყოს ”ფეისბუქის” მომხმარებელი. სწორედ მას მიეცემა ანგარიშის მართვის შესაძლებლობა (ახალი იუზერნეიმისა და პაროლის დახმარებით). რა თქმა უნდა, ახალი პარამეტრების ამოქმედებამდე ”ფეისბუქმა” უნდა მიიღოს მისი მომხმარებლის გარდაცვალების დოკუმენტური მტკიცებულება, რომლის შემდეგაც კედელზე (timeline) გარდაცვალების ცნობა განთავსდება. ახალი ოპცია ამ ეტაპზე მხოლოდ აშშ-ის მოსახლეობისთვის არის ხელმისწავდომი, თუმცა სოციალური ქსელის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უახლოეს ხანებში ამ სერვისით სარგებლობას სხვა ქვეყნებშიც შეძლებენ. ამ დრომდე ”ფეისბუქი” გარდაცვლილი მომხმარებლების ექაუნთს აუქმებდა, თუ სოციალური ქსელისთვის ეს ფაქტი ცნობილი ხდებოდა. გასულ წელს ”ფეისბუქმა” თითქმის გაიორმაგა მოგება. სოციალური ქსელის სუფთა მოგებამ 2014 წლის მონაცემებით 2,94 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 96%-ით მეტია 2013 წლის მაჩვენებელზე.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.