რუბრიკები
მეგრული "დედა ენა" გალის სკოლებისათვის

მეგრული "დედა ენა" - "ჩქიმი ნინა" 500 ცალი ტირაჟით 2013 წელს არის დაბეჭდილი და გალის დე ფაქტო ადმინისტრაცია მის დატესტვას ქართული სკოლების პირველ კლასებში აპირებს.

წიგნის ფოტოები ახალგაზრდა ინტელექტუალების ვებგვერდმა "ლაზარემ" გამოაქვეყნა. ფოტოებიდან ირკვევა, რომ მისი ავტორი და შემდგენელი ნარგიზა ბასარიაა, რომლის ბიოგრაფია წიგნის უკანა ყდაზე მეგრულად და რუსულადაა დატანილი.

წიგნში მეგრული სიტყვები ქართული ანბანითაა დაწერილი და იქვე, გვერდით, რუსულ და ინგლისურ ენებზეა თარგმნილი. როგორც ვარაუდობენ, ეს წიგნი სავალდებულო გახდება გალის ქართული სკოლების დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის.

წიგნის ავტორი ნარგიზა ბასარიას შესახებ წერია, რომ იგი 2003 წლიდან დღემდე აფხაზეთში გამომავალი გაზეთის "გალ"-ის მეგრულენოვანი განყოფილების კორესპონდენტიცაა.  ის ასევე არის აფხაზეთში დაბეჭდილი პირველი მეგრულ-რუსული კალენდრის მთარგმნელი და კორექტორი. იგი 1994-1999 წლებში თბილისში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ინგლისურ ენასა და ლიტერატურას სწავლობდა.

აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობაში ამ ინიციატივისა და საერთოდ, უკვე დაბეჭდილი მეგრულენოვანი წიგნების შესახებ არაფერი სმენიათ. დასავლეთ საქართველოში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლის ჯემალ გოგოხიას თქმით, ის ხელისუფლებას საქმის კურსში ჩააყენებს და აჟიოტაჟს ატეხს. "ამ თემაზე ეს შემიძლია გითხრათ - აფხაზური ენა განავითარონ და მეგრულს დაანებონ თავი. აუცილებლად ჩავაყენებ აფხაზეთის მთავრობას საქმის კურსში.  ეს იდეა საქართველოს დაშლაზეა გათვლილი. აჟიოტაჟს ავტეხთ ამაზე," - აცხადებს გოგოხია.

მეგრულენოვანი "დედა ენის" დაბეჭვდის შესახებ ინფორმაციას გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელი  ნონა შონია ფლობს.  მისი თქმით, მას ეს წიგნი ნანახიც კი აქვს და იცის, რომ ის 2013 წელს როსტოვში დაიბეჭდა.  "მეგრულენოვანი "დედა ენის" სკოლებში შემოღების შესახებაც ვიკითხე, მაგრამ არაფერი იცოდნენ. ძირითადად, ჩვენ ინფორმაცია გვაქვს, რომ აფხაზებს ქართული სკოლების მთლიანად რუსულ ენაზე გადაყვანა უნდათ", - აღნიშნავს შონია.

მისივე ინფორმაცით, დღეის მდგომარეობით გალის ქვედა ზონაში 11 სკოლაა აღდგენილი და ყველა ქართულენოვანი სკოლის სტატუსს ინარჩუნებს.  თუმცა, წელს ქართული ენის საათების ხარჯზე რუსულის სწავლება გააძლიერეს და რუსული უკვე პირველი კლასიდან ისწავლება.

გალის ზედა ზონაში 9 სკოლაა,  სადაც ქართული რიგით საგნად ისწავლება. ეს საათებიც შეამცირეს და ახლა კვირაში თითო-თითო საათი ეთმობა ქართულ ენასა და ლიტერატურას. ქალაქის ცენტრში არსებულ პირველ სკოლაში კი ქართულ ენას მხოლოდ ფაკულტატური საათები ეთმობა. "ოჩამჩირისა და ტყვარჩელის რაიონის სკოლებში ქართული არ ისწავლება. მასწავლებლები არალეგალურად, ლამის სიცოცხლის რისკის ფასად ასწავლიან ქართულს. არის საშიშროება, რომ ქვედა ზონის ქართული სკოლებიც რუსულ სწავლებაზე გადაიყვანონ",- აცხადებს  ნონა შონია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.