რუბრიკები
“გრეის ორმოცდაათმა ელფერმა” დაპირებული რეკორდი ვერ დაამყარა

ვარაუდობდნენ, რომ “გრეის ორმოცდაათი ელფერი” შაბათ-კვირას 90 მილიონი დოლარის მოგებით დახურავდა და ყველა დროის რეკორდს დაამყარებდა თავისი ჟანრის კინოპრემიერებში. თუმცა, პარასკევიდან კვირის ჩათვლით ფილმმა მხოლოდ 81.7-მილიონიანი მაჩვენებელი დააფიქსირა და რეკორდსმენობაც პრეზიდენტის დღისთვის გადადო (ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ დღეს მიაღწევს მაყურებელთა რიცხვი უპრეცედენტო რაოდენობას). სამაგიეროდ, “გრეის ორმოცდაათმა ელფერმა” მაინც აჯობა “ბინდის” პრეიერას და 2008 წელს “ვამპირების” მიერ დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა.

ასეთ გახმაურებულ სურათს ძალიან დაამშვენებდა თებერვლის რეკორდსმენობა, თუმცა, არც მეორე ადგილია ურიგო! მან მხოლოდ “ქრისტეს ვნებანი” ვერ დაამარცხა. ამ უკანასკნელის საპრემიერო მაჩვენებელი 83.8 მილიონი დოლარი იყო, რაც ოდნავ მეტია, ვიდრე “გრეის ორმოცდაათი ელფერის” შედეგი. ქრისტიანმა და ანასტასიამ უკან ჩამოიტოვეს ისეთი ფილმები, როგორებიცაა “ამერიკელი სნაიპერი”, “მატრიცა” და “ნაბახუსევი 2″. შესაბამისად, ეროტიკული დრამა დიდი ხნის განმავლობაში დარჩება კინოისტორიაში, როგორც თებერვლის პრემიერების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნამუშევარი. Universal-ი აცხადებს, რომ ისინი ამ შედეგსაც კი არ ელოდნენ და ვარაუდობდნენ, რომ “გრეის ორმოცდაათი ელფერის” საპრემიერო დღეებში გაქირავების ჯამური მაჩვენებელი 80 მილიონსაც ვერ მიაღწევდა.

რაც შეეხება კინოგაქირავების სხვა ლიდერებს, მეორე პოზიცია “კინგსმენს” ეკუთვნის. მესამე ადგილზე კი “ღრუბელი ბობის ფილმი” გავიდა. “ამერიკელი სნაიპერი” ამ შაბათ-კვირის მონაცემებითაც ლიდერთა ხუთეულშია, საერთო მაჩვენებლით (304.1 მილიონი დოლარი) კი უპირობო ლიდერია. გთავაზობთ გასული შაბათ-კვირის კინოგაქირავების მონაცემებს:

 სათაური  შაბათ-კვირა  საერთო
1.  “გრეის ორმოცდაათი ელფერი” $81,700,000 $81.7
2.  “კინგსმენი: საიდუმლო სამსახური” $35,600,000 $35.6
3.  “ღრუბელი ბობის ფილმი” $30,540,000 $93.6
4.  “ამერიკელი სნაიპერი” $16,435,000 $304.1
5.  “იუპიტერის აღზევება” $9,430,000 $32.5
6.  “მეშვიდე შვილი” $4,153,000 $13.4
7.  “პედინგტონი” $4,105,000 $62.3
8.  “საიმიტაციო თამაში” $3,545,000 $79.6
9.  “მეჯვარე” $3,400,000 $59.7
10.  “პროექტი ალმანახი” $2,730,000 $19.5
 
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.