„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) 2015 წლის 12 თებერვალს გამართა ანგარიშის -,,საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში 2014“ პრეზენტაცია და საჯარო ინფორმაციის თვალსაზრით ყველაზე ღია და დახურული საჯარო დაწესებულებები დაასახელა.
სამწუხაროა, რომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით ყველაზე არაანგარიშვალდებულ უწყებებს შორის დასახელდება მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 მარტს მიმართა განცხადებით, საჯარო ინფორმაციის მიღების თაობაზე. როგორც ირკვევა ორგანიზაციას თავისი განცხადების თაობაზე პასუხი არ მიუღია.
მარტვილის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს შემადგენლობა ფუნქციონირებას შეუდგა 2014 წლის 14 ივლისს, აქედან გამომდინარე ის ვერ გაიზიარებს პასუხისმგებლობას „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ 2014 წლის კვლევის შედეგებზე.
მარტვილის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულო მუდმივად მზად არის გასცეს საჯარო ინფორმაცია კანონით დადგენილ ვადებში და ითანამშრომლოს, როგორც IDFI-ისთან ასევე სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციებთან. საკრებულო კიდევ ერთხელ გამოთქვამს წუხილს, რომ მოხვდა 2014 წელს ყველაზე არაანგარიშვალდებულ უწყებებს შორის“, - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები