რუბრიკები
ზუგდიდის საკრებულომ 7 თვის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 7 თვიანი მუშაობის ანაგრიში საკრებულოს სხდომაზე წარადგინა. საკრებულოს თავმჯდომარე  მერაბ ქვარაიამ,  ფრაქციისა და კომისიის თავმჯდომარეებმა საზოგადოებას 2014 წლის ივნისიდან დღემდე გახნხორციელებული სამუშაოები და აქტივობები გააცნეს. გარდა ამისა, საკრებულოს წარმომადგენლებმა  გეგმებზე ისაუბრეს, რომელიც  უახლოეს მომავალშია დაგეგმილი. ზუგდიდის საკრებულოს საქმიანობის ანგარიში საკრებულო წევრებმა ერთხმად მოიწონეს, მათ შორის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა. საკრებულოს თავმჯდომარის მერაბ ქვარაიას განცხადებით, ზუგდიდში უახლოეს მომავალში შემდეგი ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდება: საფეხბურთო სტადიონის მოწყობა, დასაქმების, პროფესიული გადამზადებისა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის ცენტრის შექმნა, ყინულის მოედნის დასრულება, სოციალური საცხოვრისის მშენებლობა, გარეგანათების, წყალმომარაგებისა და წყალარინების მოწესრიგება და სხვა.  ამასთან, ქვარაიას თქმით, ქალაქის თვითმმართველობა აქტიურად მუშაობს ჰიბრიდული ტიპის თანამედროვე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩამოყვანის საკითხზე. ფრაქცია "ქართული ოცნება-რესპუბლიკელების" წარმომადგენელმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი თოდუამ ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, რომ მისი ფრაქციის ინიციატივით არა ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, მათ შორის, მაღალსართულიანი სახლების გადახურვა, სანიაღვრე სისტემების მოწესრიგება და სხვა. ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანა წითლიძემ აღნიშნა, რომ  გუნდს მუშაობა თანაპარტიელების დაკავებების ფონზე უწევდა, თუმცა, მიუხედავად ამისა მათ არა ერთი მნიშვნელოვანი საკითხის გატანა მოახერხეს. მისივე თქმით, ფრაქციის იდეა იყო სოციალური პაკეტების გაზრდა, ქალაქ ზუგდიდის გაფართოება და ა.შ. ფრაქცია "ზუგდიდის მომავლისთვის" თავმჯდომარემ  ლაშა ფარცვანიამ აღნიშანა, ზუგდიდში მშენებლობები ქაოტურად მიმდინარეობს.  მაგალითად კი  "მაკდონალდსისი" მშენებლობა მოიყვანა, რომელიც გუბერნიის გვერდით შენდება. შეგახსენებთ,  ქალაქ ზუგდიდის მერიამ 6 თვიანი მუშაობის ანგარიში საკრებულოს სხდომაზე 6 თებერვალს წარადგინა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.