რუბრიკები
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრი განცხადებას ავრცელებს
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრი თენგიზ ხარჩილავა განცხადებას ავრცელებს, რომრლსაც რადიო "ათინათი" უცვლელად გთავაზობთ: “საზოგადოებას, ჩემს ამომრჩეველს, „ბურჯანაძე-გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს“ მინდა ვამცნო, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მე პარტიული სიის პირველი ნომერი ვიყავი „ბურჯანაძე-გაერთიანებული ოპოზიციის“ პოლიტიკური პარტიიდან, როგორც ამ პარტიის უპარტიო მხარდამჭრერი. პირველ რიგში კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ამომრჩეველს და მინდა დავარწმუნო, რომ მე ვრჩები თქვენი შეხედულებების მხარდამჭერი. დღემდე ჩემს მიერ გაკეთებული განცხადება, შეხედულება გამოთქმული საკრებულოს სხდომაზე და მის მიღმა, აღიქმებოდა, როგორც პოლიტიკური პარტიის პოზიცია. დღეიდან რამდენადაც „ბურჯანაძე გაერთიანებულ ოპოზიციას“ დაენიშნა პარტიის თავმჯდომარე ბატონი გოგიტა ბიგვავას სახით, მე მომეხსნა მორალური ვალდებულება პარტიის სახელით განცხადებების გაკეთებისა. ამასთან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში ჩემი მხარდამჭერი პოლიტიკური პარტიის საქმიანობაში აქტიურად ვიქნები ჩართული, როგორც ქ. ზუგდიდის საკრებულოში, ისე მის გარეთ. აქვე მინდა განვაცხადო, რომ მე ქ.ზუგდიდის საკრებულოში არამარტო პოლიტიკური პარტია „ბურჯანაძე-გაერთიანებული ოპოზიციის“ მხარდამჭერების თანადგომით ვიქნები დაკავებული, არამედ დავკავდები იმ ათასობით „ქართული ოცნების“ ყოფილი მხარდამჭერების თანადგომითაც, რომლებმაც ზურგი შეაქციეს „ქართულ ოცნებას“ მათ მიერ გაცემული დაპირებების შეუსრულებლობიდან გამომდინარე. ამასთანავე იმ ზუგდიდელების თანამოაზრედაც და მხარდამჭერადაც მივიჩნევ ჩემს თავს, რომლებიც არცერთ პოლიტიკურ პარიასთან არ ასოცირდებიან და თავის თავს აძლევენ უფლებას იყვნენ აქტიურნი და მიუკერძოებელნი. რაც შეეხება,  დამოკიდებულებას „ნაციონალურ მოძრაობასთან“,  მე ამ პოლიტიკური პარტიის შეურიგებელი ოპონენტი ვარ. მიზეზი? – „არავითარი ტოლერანტობა, ყველანი ციხეში“, „ესროლეთ ხელი არ აგიკანკალდეთ“, პოლიტიკური დევნა 1998 წლიდან მოყოლებული, ციხე, ჩემს საკუთარ სახლში ხელყუმბარის შემოგდება, ჩემი ოჯახის ახლო ნათესავებისთვის ასობით ათასი დოლარის ქონების წართმევა. ყოველივე ზემოთაღნიშნული მიზეზები მიმყარებს აზრს ჩემი შეხედულებების სისწორეში. და ბოლოს, ყველა ჟურნალისტს: პრესის, რადიოს, ტელევიზიის წარმომადგენლებს მინდა ვთხოვო, რომლებთანაც ურთერთბაში დღემდე მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, რომ მომავალში მომიხსენიოთ, როგორც საკრებულოს წევრი თენგიზ ხარჩილავა“, - ნათქვამია ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრის თენგიზ ხარჩილავას განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.