რუბრიკები
“მანდარინებს” ამერიკულ კინოთეატრებში უჩვენებენ

Samuel Goldwyn Films-მა “მანდარინების” სადისტრიბუციო უფლება შეიძინა, რაც ნიშნავს იმას, რომ ზაზა ურუშაძის ნამუშევარს, რომელიც საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზეა წარდგენილი, ამერიკულ კინოთეატრებშიც უჩვენებენ. კომპანია აპირებს, შტატებში ქართულ-ესტონური პროდუქტის პრემიერა რაც შეიძლება მალე შედგეს, რათა ამერიკელმა კინომოყვარულებმა თავადვე შეძლონ ოსკარის ნომინანტის შეფასება.

ფილმი მოგვითხრობს მოხუც ესტონელ კაცზე, რომელიც მოწინააღმდეგე რაზმების ორ დაჭრილ ჯარისკაცზე ზრუნავს. სიუჟეტი 90-იანი წლების საქართველოში ვითარდება. ვინაიდან “მანდარინები” ესტონურმა Allfilm-მა დააფინანსა, ნამუშევარი ოსკარზე სწორედ ესტონეთის სახელით ასპარეზობს. Allfilm-თან ერთად ფილმს ქართული “კინო 24″-იც აწარმოებდა.  პროდუსერებიც ესტონელი ივო ფელტი და ქართველი ზაზა ურუშაძე არიან. რაც შეეხება მთავარი როლის შემსრულებლებს, მონაწილეთა სიაში შედიან მიხეილ მესხი, გიორგი ნაკაშიძე, ლემბიტ ულფსაკი, ელმო ნუგანენი, რაივო ტრასი და სხვები.

 ჯერჯერობით უცნობია ამერიკული პრემიერის ზუსტი თარიღები.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.