რუბრიკები
თბილისი ჯაზ-კონცერტების მეექვსე სეზონს მასპინძლობს
თბილისში ჯაზ-კონცერტების მეექვსე სეზონი დაიწყო, რომელშიც მსოფლიო ჯაზის ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას. კონცერტები ”ივენთ ჰოლსა” და ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. ჯაზ-სერის პირველი კონცერტის სტუმარი კენი გარეტი იყო, რომელიც საქართველოში თავის კვინტეტთან ერთად ჩამოვიდა და პირველი კონცერტი უკვე გამართა ”ივენთ ჰოლში”. ჯაზის სამყაროს ერთ- ერთმა გამორჩეულმა მუსიკოსმა, ქართველ მსმენელს კომპოზიციები თავისი ალბომიდან ”Pushing the World Away” წარმოუდგინა, რომლითაც ის 2013 წელს ”გრემის” პრემიაზე იყო წარდგენილი. მსოფლიო მესაყვირე ოლას რუნი, საქართველოს თავის ვარსკვლავურ ბენდთან ერთად ეწვევა, რომელშიც დრამერი ლენი ვაითი და ბასისტი ბასტერ უილიამსი არიან გაერთიანებული. ”გრემის” მფლობელი მუსიკოსები უახლესი პროგრამით წარსდგებიან ქართველი მელომანების წინაშე და მათ პოსტ-ბოპის საუკეთესო კომპოზიციების შესთავაზებენ. 18 აპრილს ”ჩიკორეა ელეკტრიქ ბენდის” წევრი - საქსაფონისტი ერიკ მარიენტალი და ჯგუფ ”Yellow Jacket” წევრები - ჯიმი ჰესლიტი და ჯეფ ლორბერი ჯაზის მოყვარულებს ახალ ერთობლივ პროექტს წარმოუდგენენ. 21 მაისს კი, კრისტიან მაკბრაითის ტრიო მსმენელის წინაშე თავისი ახალი პროექტით “OUT HERE” წარსდგება. ჯაზ-სერიის კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 70 ლარს შეადგენს. ბილეთების გაყიდვა დაწყებულია, მათი შეძენა შესაძლებელია ფილარმონიის სალაროებში და Biletebi.ge 30 აპრილს რუსთაველის თეატრში მეოთხედ გაიმართება ჯაზის საერთაშორისო დღე, რომელსაც პირველად ეწვევა ”გრემის” მრავალი პრემიის მფლობელი, ცოცხალი ლეგენდა რონ კარტერი თავის ბენდთან ”Golden Striker Trio” და მუსიკოსებთან დონალდ ვეგასთან და რასელ მელოუნისთან ერთად. მუსიკოსები ქართველი მსმენელისთვის კონცერტთან ერთად მასტერ-კლასებსაც გამართავენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.