ბენედიქტ კამბერბიჩი და სოფი ჰანტერი ოფიციალურად შეუღლდნენ ვალენტინობის დღეს და მთელს მსოფლიოში ბენედიქტის უამრავ ფანს გული საბოლოოდ გაუტეხეს.
People იუწყება, რომ პატარა ცერემონია ინგლისის ერთ-ერთ კუნძულზე, წმინდა პეტრესა და პავლეს ტაძარში ჩატარდა. 38 წლის ბენედიქტი და 36 წლის სოფი, როგორც ცნობილია, პირველად Burlesque Fairytales-ის გადაღებებზე შეხვდნენ ერთმანეთს 2009 წელს.
წყვილმა ნიშნობა ნოემბერში გამოაცხადა. ეს ორივესთვის პირველი ქორწინებაა და ისინი უკვე ბავშვს ელოდებიან.
მასალის გამოყენების პირობები