რუბრიკები
2015 წლის ბოლოსთვის "ენგურჰესის" სარეაბილატაციო სამუშაოები დაიწყება
2015 წლის ბოლოსთვის "ენგურჰესის" სარეაბილატაციო სამუშაოები დაიწყება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე პრემიერმა კახა კალაძემ განუცხადა.
რაც შეეხება სხვა ჰიდროელექტროსადგურებს, ენერგეტიკის მინისტრის თქმით, ისინი პრივატიზებულია და არის კერძო ბიზნესი. ერთადერთი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაშია, ეს არის "ენგურჰესი". "ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები, პროექტები ამ სადგურის აგრეგატების რეაბილიტაციის და ამას ვიწყებთ 2015 წლის ბოლოსთვის. მოგვიწევს გარკვეული დროის განმავლობაში სადგურის გაჩერება, რათა სარეაბილიტაციო სამუშაოები იქნას ჩატარებული", - განაცხადა კალაძემ.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები