რუბრიკები
ხობის გამგეობა IDFI-ის კვლევას განცხადებით გამოეხმაურა
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მიერ, 2015 წლის 12 თებერვალს „საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში 2014“- ანგარიშის პრეზენტაციას ეხმაურება.   ორგანიზაციის კვლევის თანახმად, საჯარო ინფორმაციის თვალსაზრით ყველაზე ღია და დახურული საჯარო დაწესებულებების გამოვლენისას, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა  დახურულ საჯარო დაწესებულებებს შორის აღმოჩნდა.  ხობის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ  განცხადებაში ნათქვამია:

„2014 წლის 20 მარტს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემოვიდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის 2 წერილი საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე.

 გამგეობის სამსახურების მიერ მომზადდა შესაბამისი მასალები საჯარო ინფორმაციის გასაცემად, მათ შორის, გამგეობაში დაცული დოკუმენტაციის ასლები. 2014 წლის 28 მარტს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს გამგეობიდან წერილობით ეცნობა გასაცემი საჯარო ინფორმაციიდან 237 ფურცელზე „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების შესახებ (წერილის ელექტრონული ასლი ასევე გაიგზავნა გამგეობის ელექტრონული ფოსტით).

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მხრიდან მოწოდებულ იქნა მოსაკრებლის გადახდის ქვითარი, თუმცა მოსაკრებელი გორის მუნიციპალიტეტის ანგარიშზე გადახდილი იყო. აღნიშნულთან დაკავშირებით, გამგეობის ელექტრონული ფოსტით შესაბამისი შეტყობინება გაიგზავნა დანიშნულებისამებრ, საიდანაც მიღებულ იქნა განაცხადი სახაზინო კოდზე არასწორად გადახდილი თანხის შესაბამის სახაზინო კოდზე გადატანის შესახებ.

 მიუხედავად ზემოთ აღნიშნული მიწერილობებისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მხრიდანაც საკითხის მოწესრიგების მცდელობებისა, მოსაკრებლის თანხა ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ანგარიშზე არ დაფიქსირებულა და შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაცია არ გაცემულა.

 ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის შესახებ, გამგეობამ თავის მხრივ დააფიქსირა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს პარლამენტის მიმართ 2014 წლის 10 დეკემბერს გაგზავნილ „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით დადგენილი ვალდებულებების შესრულების შესახებ ანგარიშშიც“ და იგი გამომდინარეობდა კანონით დადგენილი ვალდებულებებიდან, შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის თვალსაზრით ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის დახურულ საჯარო დაწესებულებად დასახელებას ვერ დავეთანხმებით, მით უფრო, როდესაც გამგეობა აქტიურად თანამშრომლობს ყველა ორგანიზაციასთან.

 ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა წუხს მომხდარი ფაქტის გამო და კიდევ ერთხელ აფიქსირებს ურყევ პოზიციას გამჭვირვალობის კუთხით და მზადყოფნას - მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში გაცემასთან დაკავშირებით."-ნათქვამია განცხადებაში.

 
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.