რუბრიკები
ბერლინალეს გამარჯვებულმა ფილმის ირანში გაშვების უფლება ითხოვა
ირანელმა რეჟისორმა ჯაფარ პანაჰიმ, რომელმაც 2015 წლის 15 თებერვალს ბერლინის კინოფესტივალის მთავარი პრიზი მიიღო ფილმისთვის „ტაქსი“, თავისი ქვეყნის ხელისუფლებას მიმართა თხოვნით, დაეშვათ ფილმი თავის სამშობლოში. დღეისათვის პანაჰის ფილმზე ირანში ცენზურაა დადებული. ბერლინალეზე კომენტარის გაკეთების დროს, პანაჰიმ აღნიშნა, რომ ძალიან უხარია პრესტიჟული ევროპული ჯილდოს მიღება, მაგრამ, მას კიდევ უფრო გაახარებდა თანამემამულეთათვის ფილმის გაცნობა. „ხელისუფლება გვადანაშაულებს ფილმების სპეციალურად უცხოური ფესტივალებისათვის შექმნაში. ისინი პოლიტიკური კედლების მიღმა იმალებიან და არასოდეს აღიარებენ, რომ ფილმებს ცენზურა ადევთ,“ განაცხადა ირანელმა რეჟისორმა. ფილმში „ტაქსი“ მთავარ როლს თავად პანაჰი ასრულებს. ის არის ჩვეულებრივი თეირანელი ტაქსისტი. სიუჟეტის მიხედვით, გმირის მანქანაში სხვადასხვაგვარი ადამიანები სხდებიან, რომლებიც მას თავიანთ ისტორიებს უყვებიან. მაგალითად, ადვოკატმა ქალმა მოუყვა მას ირანელი ქალების დევნის ამბავი იმის გამო, რომ ისინი ფრენბურთის მატჩს დაესწრნენ. ხოლო პატარა გოგონამ ცენზურაზე სკოლის კინოკონკურსში. ეს ამ ირანელი რეჟისორის გადაღებული მე-3 ფილმია 2010 წლის შემდეგ. მანამდე ის 6 წლით იყო დასჯილი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებისათვის და აკრძალული ჰქონდა ფილმების გადაღება. მან ვერ შეძლო ბერლინალეს დაჯილდოვებაზე მისვლა, რადგან ხელისუფლებამ ქვეყნის დატოვება აუკრძალა. ბერლინის 65-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 5-დან 15 თებერვლამდე გრძელდებოდა. მისი პროგრამა მოიცავდა ალეკსეი ჰერმან უმცროსის, ტერენს მალიკის, ვერნერ ჰერცოგის, პიტერ გრინუისა და სხვა ცნობილი რეჟისორების ახალ ფილმებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.