სულ მალე გაყიდვაში ჩაეშვება დისკი ჯიმი ჰენდრიქსის ადრეული ჩანაწერებით, რომლებიც ჯერ კიდევ მაშინ შეიქმნა, სანამ ის ცნობილი მუსიკოსი გახდებოდა. დისკის სახელწოდება, ასე ჟღერს : You Can’t Use My Name: Curtis Knight & The Squires (featuring Jimi Hendrix).
ალბომი გამოიცემა კომპაქტ-დისკსა და 150 გრამიან ვინილის ფირფიტაზე. მასში შესულია 14 კომპოზიცია. ალბომში ჰენდრიქსის სიმღერებს შორის ისმის მუსიკა, ამერიკელი მუსიკოსის, კერტის ნაიტის შესრულებით, რომელთანაც ჰენდრიქსი 1965-1966 წლებში მუშაობდა პროდიუსერ ედ ჩალპინთან და მის კომპანიასთან PPX -თან დადებული 3 წლიანი კონტრაქტის თანახმად. სწორედ ეს ხელშეკრულება გახდა დიდი დავის საგანი, რომელზეც მრავალი წლის მანძილზე სასამართლო განხილვა მიმდინარეობდა. სასამართლომ განაჩენი სულ ახლახანს გამოიტანა, რომლის თანახმად ჰენდრიქსის ოჯახის წევრებს უფლება აქვთ შეისყიდონ უფლებები ალბომის გამოშვებაზე.
2009 წელს ჟურნალ ”Time ” -მა ჰენდრიქსი ყველა დროის უდიდეს გიტარისტად დაასახელა. ექსპერტები მას ყველაზე ვირტუოზულ გიტარისტად მოიხსენიებენ როკის ისტორიაში. მისი სახელი შესულია ჰოლივუდის ”დიდების ხეივანსა” და როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში. ჯიმი ჰენდრიქსი 1970 წლის 18 სექტემბერს გარდაცვლილი იპოვეს სასტუმრო ”Samarkand” -ის ერთ-ერთ ნომერში.
მასალის გამოყენების პირობები