ზაქარეიშვილი - თუ უკრაინა დასავლურ ორიენტაციას არ შეიცვლის ყირიმსაც გადაარჩენს (ვიდეო)
16:04 / 20.02.2015
ჩვენ, ქართველები და უკრაინელები, თუ გავჩერდით რუსეთი გამარჯვებული გამოვა. ამიტომ, არ უნდა გავჩერდეთ. ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ზუგდიდში განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთთან მაქსიმალურად უნდა მოხდეს ინსტიტუციონალური დისტანცირება და ისეთ ინსტიტუციებში ინტეგრაცია, როგორებიცაა ევროკავშირი და ნატო.
"შუა გზაზე თუ გავჩერდით მოგვივა ის, რაც მოუვიდა ლოტის ცოლს, ძველი აღთქმიდან - მარილის სვეტად გადავიქცევით. თუ უკრაინელები არ გაჩერდებიან და დასავლურ ორიენტაციას არ შეიცვლიან , დონბასსაც გადაარჩენენ და ყირიმსაც. ჩვენც ასე ვართ, ჩვენ გვიყურებს აფხაზეთი და ოსეთი და თუ გასაღების ძებნა ისევ რუსეთში დავიწყეთ- არაფერი გამოვა ", - თქვა პაატა ზაქარეიშვილმა.
მისი სიტყვებით, რუსეთმა აღმოსავლეთ ევროპაში გეოპოლიტიკური რუკის გადახედვა ჯერ კიდევ 2007 წლის მიუნხენის კონფერენციაზე, პუტინის გამოსვლით დაიწყო, რომელიც მინისტრის თქმით, მაშინ მსუბუქად შეაფასეს, რასაც შედეგად რუსეთ-საქართველოს ომი მოჰყვა.
"თითქმის არავინ ელოდა ასეთ შედეგებზე გასვლას, პირველ რიგში უკრაინელ ხალხს ვგულისხმობ და ექსპერტებს. ეს არის ყირიმის ასეთი ფორმით, ამ ეტაპზე, დაკარგვა და საომარი მოქმედებები, რომელიც დღეს დონბასში მიმდინარეობს . ეს არის რუსეთის მცდელობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მოახდინოს გეოპოლიტიკური რუკის გადახედვა ან შენარჩუნება აღმოსავლეთ ევროპაში", - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.
სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა ზუგდიდში საზოგადოებრივი ორგანიზაციის "სინერგია" მიწვევით იმყოფება. ის ზუგდიდში მოქალაქეებს შეხვდება და კონფლიქტის თემაზე დისკუსიას გამართავს.
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები