სამეგრელო-ზემო სავნეთის გუბერნატორი უფროსკლასელებს შეხვდა (ვიდეო)
18:04 / 20.02.2015
120-ზე მეტ უფროსკლასელს დღეს, 20 თებერვალს სამეგრელო-ზემო სავენთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ლევან შონია შეხვდა. გუბერნატორმა და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა მოსწავლეებს ის მნიშვნელოვანი პროექტები გააცნეს, რომელიც მათ მომავალზე აისახება. საუბარი შეეხო რეგიონის მასშტაბით განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს. ლევან შონიამ ახალგაზრდებას სხვადასხვა საკითხების ინიცირებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მათი ჩართულობა აუცილებელია.
ამავდროელად რეგიონის სხვადასხვა საჯარო სკოლებიდან მოწვეული ლიდერი მოსწავლეები გაეცნენ თუ როგორ მუშაობს სახელმწიფო ადმინისტრაცია. გუბერნატორმა დღეს გამართულ შეხვედრაზე მცირე გამოკითხვაც ჩაატარა, თუ რამდენი ახალგაზრდა იყო ნამყოფი რეგიონში არსებულ ტურისტულ ობიექტებში, აღმოჩნდა რომ მოსწავლეების უმეტესობა მესტიაში, ტობავარჩხილსა და მარტვილის კანიონში ნამყოფი არ არის. სახელმწიფო რწმუნებული უფროსკლასელებს ზაფხულში ლაშქრობების მოწყობას დაპირდა და აღნიშნა, რომ აუცილებელია მომავალმა თაობამ დეტალურად იცოდეს იმ ობიექტების შესახებ, რაც ასე აკვირვებს უცხოელ ტურისტებს.
პარალელურად სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ყალიბდება ლიდერთა კლუბი, სადაც რეგიონის მასშტაბით ლიდერი ახალგაზრდები შეირჩევიან, რომლებსაც გაცვლითი ტრეინინგ-სემინარები ჩაუტარდებათ. ლიდერები აქტიურად ითანამშრომლებენ გუბერნიასთან და მიაწვდიან იმ ინიციატივებს რაც შემდეგ დამუშავდება და მათ მუნიციპალიტეტბში განხორციელდება.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ინიციატივით, რეგიონში შემავალ ყველა მუნიციპალურ ერთეულში როგორც მოსწავლეებთან ასევე სხვა ფოკუს ჯგუფებთან შეხვედრები გაიმართება, რათა პრობლემებსა და საჭიროებებზე ინფორმაცია პირველწყაროსგან იყოს მოწოდებული. შეხვედრები უკვე დაგმილია სტუდენტებთან, პროფესორ მასწავლებლებთან, სამედიცინო პერსონალთან.
უფროსკლასელებთან შეხვედრის ბოლოს სამეგრელოს ტურისტულ პოტენციალზე და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მომზადებული ფილმები აჩვენეს.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები