Fox Searchlight-მა ლუკა გუადანინოს ახალი თრილერის სადისტრიბუციო უფლებები შეიძინა. “დიდი ლაქა” – ასე ჰქვია ფილმს, რომელშიც მთავარ პერსონაჟებს რალფ ფაინსი, ტილდა სუინტონი, მათიას სქოინაერტსი და დაკოტა ჯონსონი განასახიერებენ.
ახალი ნამუშევარი Studiocanal-მა დააფინანსა. სურათს საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და ახლა უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებშიც უჩვენებენ.
სცენარი, რომელიც დევიდ კაჯგანიჩმა დაწერა, მოგვითხრობს მაღალი კლასის წყვილზე, რომელთაგანაც ერთი ცნობილი როკ-ვარსკვლავია, მეორე კი – რეჟისორი (სქოინაერტსი და სუინტონი). მათ მოულოდნელად სტუმრობენ ძველი მეგობარი და მისი ქალიშვილი (ფაინსი და ჯონსონი). სწორედ აქ იწყება ეჭვიანობის, ვნებისა და შიშის ორომტრიალი…
“დიდი ლაქის” პროდუსერები მაიკლ კოსტიგანი და თავად გუადანინო არიან. გადაღებები იტალიაში ზაფხულის განმავლობაში მიმდინარეობდა. პრემიერა კი რამდენიმე თვეშია დაგეგმილი.
მასალის გამოყენების პირობები