ქალაქ ჯვარში უძველესი ეკლესიის ნანგრევები აღმოაჩინეს. ადგილობრივებმა ნანგრევებს მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებისას მიაკვლიეს, რა დროსაც ნახეს კარიბჭე და ორი ქვით ამოშენებული გუმბათოვანი ოთახი, რომელიც ხელშეუხებელ მდგომარეობაშია.
„სადღაც 2 კვადრატული მეტრი იქნება ერთი ოთახი, მეორე ოთახში ვერ შევედით და რამხელაა ვერ გეტყვით. ჩანს გვირაბის თავი. მეტრონახევარზე ქვების ჩამონაყარია და გამოსასუფთავებელია. წყალი ქვებიდან წვეთავს და ცოტა სისველეა. მეტი იქ არაფერი არ ჩანს. გადმოცემის მიხედვით, ამ ადგილს ჯიხას ეძახდნენ და თავშესაფრად მიიჩნევდნენ, თუმცა სასულიერო პირების მტკიცებით, ამ ტერიტორიაზე ეკლესია და სამლოცველო მდებარეობდა”,- ამბობს ადგილობრივი მცხოვრები ჯემალ ქარდავა.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სააგენტო, სამეგრელოში ექსპედიციას რამდენიმე დღეში გამოაგზავნის. საქმე რამდენიმე დღის წინ ადგილობრივების მიერ ნაპოვნ მიწისქვეშა ოთახს ეხება, რომელიც შესაძლოა, სამონასტრო კომპლექსის და თავდაცვითი ნაგებობის ნაწილი იყოს.
მასალის გამოყენების პირობები