“გრეის ორმოცდაათი ელფერი” ისევ კინოგაქირავების ლიდერია, თუმცა, მისი ნახვის მსურველთა რიცხვი საგრძნობლად იკლებს და, გასულ კვირასთან შედარებით, 71%-ით დაბალია! წინა უიკენდის შემოსავალი 25 მილიონი დოლარი იყო, პარასკევის მონაცემებით კი ე.ლ. ჯეიმსის წიგნის ეკრანიზაციას მხოლოდ და მხოლოდ 8-მილიონიანი მოგება ხვდა წილად.
მერე პოზიციას შესანიშნავი “კინგსმენი: საიდუმლო სამსახური”იკავებს! პარასკევის მაჩვენებლით, ფილმს 5.3 მილიონი დოლარი ერგო, რაც ნიშნავს, რომ შაბათსა და კვირას მისმა მოგებამ შესალოა 16 მილიონს გადააჭარბოს. მისი ჯამური შემოსავალი ამ ეტაპზე 54.8 მილიონი დოლარია.
როგორც მოსალოდნელი იყო, “დროის მანქანა ჯაკუზში 2″ ეფექტურად შეიჭრა კონკურენტებს შორის და მესამე ადგილი პარასკევის 2.3 მილიონი დოლარის მოგებით დაიკავა. უიკენდი ამ ახალ კომედიას შაბათ-კვირის 13-14 მილიონს ჰპირდება. თუმცა, არავინ იცის რა და როგორ განვითარდება. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რომელი ფილმის ნახვას მოინდომებს მაყურებელი. თანაც, ყველა მათგანი იმდენად განსხვავებული ჟანრისა და შინაარსისაა, წინასწარ პროგნოზირება თითქმის შეუძლებელიც კია!
წარმოგიდგენთ კინოგაქირავების პარასკევისა და ჯამურ მონაცემებს:
ფილმი | პარასკევი | ჯამური | |
1. | “გრეის ორმოცდაათი ელფერი” | $8,000,000 | $114,903,000 |
2. | “კინგსმენი: საიდუმლო სამსახური” | $5,300,000 | $54,881,000 |
3. | “The DUFF” | $4,270,000 | $4,270,000 |
4. | “ღრუბელი ბობი” | $4,000,000 | $113,672,000 |
5. | “მაკფერლენდი, ამერიკა” | $3,624,000 | $3,624,000 |
მასალის გამოყენების პირობები