რუბრიკები
ცუკერბერგმა მთელი მსოფლიოს ინტერნეტთან დაკავშირება განიზრახა
”ფეისბუქის” დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა ამჯერად კიდევ ერთი გრანდიოზული და გლობალური მიზანი დაისახა - მთელი მსოფლიო დაუკავშიროს ინტერნეტს.  ახალგაზრდა მილიარდერის ახალ წამოწყებას internet.org ეწოდება, რომლის მთავარი მიზანია, რომ დედამიწაზე მცხოვრები ყოველი ადამიანისთვის ინტერნეტი ხელმისაწვდომი იყოს. 
”როდესაც ხალხი ინტერნეტთან წვდომა აქვს, ჩვენ შეგვიძლია საოცარი, დიდებული საქმეები განვახორციელოთ. ინტერნეტის მეშვეობით ხალხს განათლების, სამსახურის, კომუნიკაციის საშუალება აქვთ. მაგრამ სამწუხაროდ, ინტერნეტთან წვდომა დღესდღეობით დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ მესამედს აქვს, რაც დაახლოებით 2,7 მილიარდ ადამიანს უდრის. ეს კი ნიშნავს, რომ მსოფლიოში მცხოვრებთა ორმესამედს ხელი არ მიუწვდება ინტერნეტზე, რაც ძალიან მაღელვებს”, - განაცხადა მარკ ცუკერბერგმა ”ბლუმბერგისთვის” მიცემულ ინტერვიუში. 

მისივე თქმით” ფეისბუქი” მზად არის გარკვეული ხარჯები გაიღოს არსებული ვითარების შესაცვლელად ისე, რომ უახლოესი 30 წლის განმავლობაში ამისგან მოგებას არ ელოდება.  მარკ ცუკერბერგმა ასევე აღნიშნა, რომ განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობა უფასოდ მიუერთდება ისეთ საბაზო სერვისებს, როგორებიც ”ვიკიპედია”, სამუშაოს ძიების სისტემა და სამედიცინო მომსახურების ძიებაა. 

პირველი ასეთი ქვეყანა, რომელთანაც ”ფეისბუქმა” უკვე დაიწყო თანამშრომლობა internet.org-ის ფარგლებში, ზამბიაა. მარკ ცუკერბერგის განცხადებით, ზამბიაში პროექტის ჩაშვებას კარგი შედეგები მოიტანა, ვინაიდან მოსახლეობამ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღო ებოლას ვირუსთან დაკავშირებით. internet.org-მა ასევე უკვე დაიწყო თანამშრომლობა ინდონეზიის, მალაიზიისა და ფილიპინების მთავრობებთან. 
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.