ქალაქ ზუგდიდის სამხატვრო სკოლის აღსაზრდელებმა მარო მაყაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა მოაწყვეს.
ნამუშევრები ზუგდიდის სამხატვრო სკოლის იმ მოსწავლეებმა წარადგინეს, რომლებიც 20 თებერვალს ზუგდიდის კინოთეატრ „ატრიუმში“ ფილმის „გაფითრებული თებერვლის ლანდი“ ჩვენებას დაესწრნენ. გია ჭუბაბრიას ფილმი მარო მაყაშვილის ბიოგრაფიას ასახავს.
ოკუპაციის კვირეულში მონაწილეობისა და საინტერესო ნამუშევრების შექმნისათვის ბავშვებს მადლობა ქალაქ ზუგდიდის მერიის წარმომადგენლებმა გადაუხადეს.
კვირეული 27 თებერვალს დასრულდება. მასში მონაწილე მოსწავლეები ამ დღეს 15:00 საათზე „არტ-გალერეაში“ დაჯილდოვდებიან.
მასალის გამოყენების პირობები