რუბრიკები
ჰიუ ჯეკმანი სამურავის როლის თამაშს სიკვდილამდე აპირებს
ჰიუ ჯეკმანი აპირებს, რომ სამურავის როლი თავის აღსასრულამდე ითამაშოს. E! Online-თან ინტერვიუში ავსტრალიელი მსახიობი გამოტყდა, რომ მან ასეთი გადაწყვეტილება ფილმის „ბერდმენი“ ყურების შემდეგ მიიღო. „ვუთხარი ჩემს ცოლს: „მორალი ისაა, რომ ვალდებული ვარ სამურავი ვითამაშო. უნდა ვიპოვო საშუალება, რომ ეს როლი ჩემს უკანასკნელ დღეებამდე ვასრულო. გასაგებია, რომ ოდესმე შემცვლელს მიპოვნიან და ბედნიერი ვიქნები, თუ ასე მოხდება. როგორც მინიმუმ, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ეს როლი ნამდვილად ღირებული გახდა“, – განაცხადა მან. ჯეკმანის თქმით, ყოველ ახალ ფილმში, რომელიც სამურავს ეძღვნება, ის ილტვის, რომ უფრო და უფრო დაკუნთული იყოს. „ყოველთვის ვცდილობ იმაზე უკეთეს ფორმაში ვიყო, ვიდრე წინა ფილმებში ვიყავი. უბრალოდ, მე არ მჯერა სტაგნაციის. ყოველ ჯერზე, როცა სამურავს ვთამაშობ, მინდა, რომ განვვითარდე, როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად“. ჯერჯერობით, სურათში „X-ადამიანები:აპოკალიფსი“ ჰიუ ჯეკმანის მონაწილეობის შესახებ ოფიციალურად არ გამოცხადებულა, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ ის თავის პერსონაჟს ფილმში „სამურავი 3“ კვლავ დაუბრუნდება. ამ სურათის პრემიერა 2017 წლის 3 მარტს არის დანიშნული.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.