უკრაინაში მოღვაწე ქართველი მომღერალი სოფი ვილი მონაწილეობას მიიღებს მუსიკისა და კინოს ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალიში "SXSW", რომელიც აშშ-ში, ტეხასის შტატში მარტის თვეში გაიმართება.
1987 წელს დაარსებული ფესტივალი ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 2200-მდე სოლო შემსრულებელსა და ჯგუფს, პროდუსერებსა და პრომოუტერებს, ასევე უამრავ მუსიკის მოყვარულს მასპინძლობს.
21 მარტს ქართველი მუსიკოსი ფესტივალის ფარგლებში ერთსაათიან კონცერტს გამართავს და მსმენელის წინაშე ახალი ალბომით წარსდგება.
სოფი ვილიმ (რომლის ნამდვილი გვარი ხუციშვილია) პირველი კონცერტი ჩვიდმეტი წლის ასაკში თბილისის ერთ-ერთ პატარა კლუბში გამართა მეგობარ გიტარისტთან - ირაკლი მეტრეველთან ერთად, თვრამეტი წლიდან კი უკვე კიევში მოღვაწეობს. გამოშვებული აქვს ორი ალბომი - "Mother Fish" (2012) და " Dress" (2014).
მუსიკოსის გადატვირთულ სატურნირო გრაფიკში შედის ლაივ-კონცერტები ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, ლონდონსა და კიევში. საქართველოში სოფიმ კონცერტი ბოლოს ახალი წლის ღამეს მოაწყო "ბუდა ბარში", რომელიც ხელოვნების ხელშეწყობის ფონდ "ავტოგრაფის" მიერ იყო ორგანიზებული.
მასალის გამოყენების პირობები