Euronews – Honda Motor-ში ხელმძღვანელობა იცვლება: იაპონიაში სიდიდით მესამე ავტოკონცერნის გენერალურმა დირექტორმა ტაკანობუ იტომ განაცხადა, რომ სამსახურიდან მიდის.
მას შეცვლის 55 წლის რაკაჰირო ჰაშიგო, რომელიც Honda-ში უკვე 30 წელზე მეტია მუშაობს. თავის კარიერაში მან უკვე მოასწრო ემუშავა აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში და ჩინეთში.
ავტომობილების ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები ბოლო წლებში, ბაზრიდან უამრავი მანქანის გაწვევის საფუძველი გახდა. კერძოდ Honda, ისევე როგორც სხვა იაპონური ავტომწარმოებლები, მნიშვნელოვნად დაზარალდა Takata-ს წარმოების უსაფრთხოების ბალიშების დეფექტების გამო.
მასალის გამოყენების პირობები