რუბრიკები
ახალსოფელში მომხდარი მკვლელობა გახსნილია
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალსოფელში მომხდარი მკვლელობა გახსნა. სამინისტროს ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ლევან დ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 12 თებერვალს ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალსოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1983 წელს დაბადებულ ზაზა ქ-ს ბლაგვი საგნით თავის არეში მძიმე დაზიანება მიაყენა და მიიმალა. ზაზა ქ. მიყენებული ტრავმის შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები