რუბრიკები
ზუგდიდის საკრებულოს კომისიის სხდომა ხმაურით წარიმართა
დღეს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ,ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების შემსწავლელი, კომისიის სხდომა ხმაურიანად წარიმართა. „ზუგდიდის განვითარების ცენტრის“ მსმენელებმა და მოხალისე მასწავლებლებმა, რომლებიც დაფინანსებას 3 თვეა ითხოვენ, კომისია არაეფექტურ მუშაობასა და პროცესების განზრახ გაჭიანურებაში დაადანაშაულეს. თავის მხრივ, კომისიის თავმჯდომარე გიორგი თოდუა ცენტრის წარმომადგენლების ბრალდებებს უარყოფს და მათ ბავშვებით მანიპულირებასა და ინტრიგებში ადანაშაულებს. კომისიამ სხდომაზე  ორი საკითხი  განიხილა - დებულებაში ცვლილებების შეტანა და ცენტრის დაფინანსება. კომისიის ერთ-ერთმა წევრმა გურამ ჩიხლაძემ აღნიშნა, რომ დებულება დასახვეწია და მასში ცვლილებებია შესატანი. სხდომაზე ითქვა, რომ ცენტრის დაფინანსების საკითხს კომისია მას შემდეგ განიხილავს, რაც ცენტრი დამატებით დოკუმენტაციას, მათ შორის, მოხალისე მასწავლებლების კავალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს წარადგენს. გარდა ამისა, კომისია ცენტრში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესებს შეისწავლის. ზუგდიდის განვითარების ცენტრი, სადაც ცენტრის წარმომადგენლების ინფორმაციით ,1 300-მდე ბავშვი სწავლობს ,ფართის დაფინანსებას ითხოვს, რისთვისაც, მათი გათვლებით, 18 ათასი ლარია საჭირო. კომისიის შემადგენლობაში ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები შედიან. ცნობისთვის, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპლიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფის პროექტებს დააფინანსებს. ამისთვის ბიუჯეტში 30 ათასი ლარია გათვალისწინებული.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.