ნილსენის მონაცემებს თუ დავუჯერებთ, ოსკარის წლევანდელ დაჯილდოების ცერემონიას საშუალოდ 36.6 მილიონიანი აუდიტორია ჰყავდა, რაც გასულ წელთან შედარებით 16-18%-ით უფრო დაბალია. შარშან მაყურებელთა საშუალო რაოდენობა 43.7 მილიონს უახლოვდენოდა. გარდა ამისა, წლევანდელი მონაცემებით, მაყურებელთა უმეტესობის ასაკი 18-დან 49 წლამდე მერყეობდა. საბოლოო ჯამში, 2015 წლის აუდიტორია ყველაზე მცირერიცხოვანი აღმოჩნდა ბოლო ექვსი წლის განმავლობაში.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ოსკარი მაინც წლის ჰიტია და წლის ისტორიაში ისევ ყველაზე მაღალრეიტინგულ ტრანსლაციად ეწერება. შედარება რომ გააკეთოთ, გეტყვით, რომ გრემის დაჯილდოებას 11.8 მილიონი ადამიანი უყურებდა, “ოქროს გლობუსს” კი 17.3 მილიონიანი აუდიტორია ჰყავდა.
შეგახსენებთ, რომ ოსკარის დაჯილდოება სამი დღის წინ გაიმართა და ის ABC-ის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
მასალის გამოყენების პირობები