რუბრიკები
„ოსკარების“ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული კაბები

„ოსკარების“ დაჯილდოების ცერემონიაზე წითელი ხალიჩა ყოველთვის ბრწყინავს ძვირფასი კაბებითა და დახვეწილი აქსესუარებით. წარმოგიდგენთ „ოსკარების“ ისტორიაში უძვირეს და ულამაზეს კაბებსა და მათ მფლობელებს.

1955 წელი - გრეის კელის კაბა (4 ათასი დოლარი)

კაბა, რომელიც გრეის კელიმ 1955 წელს „ოსკარების“ 27- ე ცერემონიაზე ჩაიცვა, დიზაინერ ედიტ ჰედს ეკუთვნოდა. ის შეკერილი იყო ნაზი, არყისფერი აბრეშუმის ქსოვილისგან. 50-იანი წლებში შექმნილი კაბა სრულად შეეასაბამება დღევანდელ მოთხოვნებს.

2012 წელი , ანჯელინა ჯოლის კაბა (10 ათასი დოლარი)

2012 წელს ანჯელინა ჯოლის შავმა ხავერდის კაბამ გულგრილი არავინ დატოვა. კაბას ღრმა ჭრილი ჰქონდა და მარჯვენა ფეხს მთლიანად აჩენდა. ის მოდის სახლმა Versace- სპეციალურად მსახიობისთვის შეკერა.

2006 წელი, კირა ნაითლის კაბა (39 ათასი დოლარი).

კირა ნაითლის 2006 წელს „ოსკარების“ დაჯილდოების ცერემონიაზე ემოსა დიზაინერ ვერა ვონგის 39 ათას დოლარად შეფასებული კაბა. მსახიობის ფიგურას ამშვენებდა ქლიავისფერი ტაფტის კაბა, რომელიც კარგად იყო შეხამებული ვერცხლსიფერ კლატჩთან და მაკიაჟთან. რამდენიმე ხნის შედმეგ ეს კაბა Ebay-ზე გასაყიდად გამოიტანეს. მიღებული შემოსავალი საქველმოქმედო ფონდს გადაეცა.

სანდრა ბალოკი, 2014 წელი - (40 ათასი დოლარი)

2014 წლის „ოსკარების“ დაჯილდოების ცერემონიამ სახელი გაითქვა მაღალი მოდის აღლუმით, სადაც ბრწყინავდა სანდრა ბალოკიც ალექსანდრ მაქუინის მუქი ლურჯი კაბით. კაბა 40 ათასი დოლარის ღირებულების გახლდათ. მსახიობმა მშვენიერ სამოსს   შეუხამა უბრალო კლასიკური საყურეები, სამაჯური და მუქი ლურჯი ფერის ფრჩხილის ლაქი.

კამერონ დიასი, 2010 წელი - 62 ათასი დოლარი

2010 წელს კამერონ დიასმა დიზაინერ დე ლა რენტას მშვენიერი კაბა მოირგო. მისი შამპანურისფერი კაბა მდიდრულად იყო მორთული მოოქროვილი ფირფიტებით, ამიტომ ბალანსისთვის დიასს სამკაულების მცირე რაოდენობა ამშვენებდა.

ენ ჰეთეუეი, 2011 წელი - 80 ათასი დოლარი

2011 წელს ენ ჰეთეუეი „ოსკარების“ დაჯილდოების ცერემონიაზე Valentino-ს წითელი კაბით მივიდა. მსახიობის სტილისტებმა გემოვნებით შეარჩიეს სამკაულები, რომელიც კაბას მშვენიერებას მატებდა. ვარსკვლავს ეკეთა Tiffany and Co.- ს ყელსაბამი,რომელიც მილიონი დოლარი ღირდა.

ქეით ბლანშეტი, 2014 წელი, - 100 ათასი დოლარი

ქეით ბლანშეტს 2014 წლის ცერემონიაზე ყველაზე ძვირადღირებული სამოსი და სამკაულები ამშვენებდა, კაბის, ფეხსაცმელებისა და ძვირფასეულოების საერთო ღირებულება 18,1 მილიონ დოლარს შეადგენდა, არმანის ხორცისფერი კაბა 100 ათასი დოლარი ღირდა, რომელსაც Swarovski-ის თვლები ამშვნებდა.

შარლიზ ტერონი, 2013 წელი - 100 ათასი დოლარი

შარლიზ ტერონის Dior-ის კაბა 100 ათასი დოლარი ღირდა, მას ემატებოდა Garry Winstone-ის 4 მილიონი დოლარის ღირებულების ბრილიანტის სამაჯური.

ჯესიკა ბილი, 2014 წელი - 100 ათასი დოლარი

კიდევ ერთი 100 ათასდოლარიანი კაბა ჯესიკა ბილს ემოსა, რომელიც მოდის სახლ Chanel-ს ეკუთვნოდა. კაბასთან ერთად ჯესიკას ამშვენებდა Tiffany and Co.-ს ყელსაბამი, სამაჯური და საყურეები.

ქეით უინსლეტი, 2007 წელი - 100 ათასი დოლარი

2007 წელს ქეით უინსლეტი ცერემონიაზე Valentino-ს კაბით მივიდა, რომელიც 100 ათასი დოლარი ღირდა და მაშინ პრესამ ის საუკეთესო კაბად აღიარა.

ოდრი ჰეპბერნი, 1954 წელი - კაბა აუქციონზე 131 292 დოლარად გაიყიდა

ეს კაბა ოდრიმ 1954 წელს ჩაიცვა, როდესაც ფილმში „რომაული არდადეგები“ შესრულებული როლისთვის „ოსკარი“ მიიღო. მისი ზუსტი ფასი უცნობია, თუმცა 2011 წელს აუქციონზე ის 132 293 დოლარად გაიყიდა. სპილოსძვლისფერი კაბა დიზაინერ ედიტ ჰედს ეკუთვნოდა, რომელიც კაბებს ძირითადად ჰეპბერნისთვის კერავდა.

ელიზაბეტ ტეილორი, 1970 წელი - კაბა აუქციონზე 170 ათას დოლარად გაიყიდა

შიფონის ცისფერი კაბა, „ოსკარების“ ცერემონიაზე ყველა დროის იდეალურ კაბადაა აღიარებული. ედიტ ჰედის კაბის ფასი უცნობია, თუმცა 1999 წელს ის აუქციონზე 170 ათას დოლარდ გაიყიდა.

ქეით ბლანშეტი, 2007 წელი - 200 ათასა დოლარი

ქეით ბლანშეტი წითელ ხალიჩაზე შთამბეჭდავი სამოსით ხშირად ჩნდება. მისმა სამოსმა 2007 წელს არამხოლოდ მაღალი ფასით მიიქცია ყურადღება, არამედ უნიკალური გარეგნობით. მსახიობს Armani-ის 200 ათასი დოლარის ღირებულების კაბა ამშვენებდა.

ნიკოლ კიდმანი, 1997 წელი- 2 მლნ დოლარი

ნიკოლ კიდმანს 1997 წელს Dior-ის უძვირფასესი კაბა ეცვა, რომლის ღირებულებაც 2 მილიონ დილარს შეადგენდა.

ჯენიფერ ლოურენსი, 2013 წელი - 4 მლნ დოლარი

Dior-ის კიდევ ერთი კაბა ამშვენებდა 2013 წელს ჯენიფერ ლოურენსს. ნაზი, ვარდისფერი კაბა ჯენიფერს კომპანიასთან თანმშრომლობისთვის გადაეცა. ცერემონიაზე ყველაზე დაუვიწყარ მომენტად იქცა ის ფაქტი, როდესაც ჯენიფერი კაბაში გაიხლართა, როდესაც ჯილდოს მისაღებად სცენაზე ადიოდა. ამ შემთხვევის წყალობით, კაბის ფასი ასტრონომიულად გაიზარდა და 4 მილიონ დოლარს მიაღწია.

ჯენიფერ ლოურენსი

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.