ანა წითლიძე - ზუგდიდს გუბერნატორი აკონტროლებს (ვიდეო)
17:52 / 25.02.2015
ზუგდიდის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი და საკრებულოს წევრი ანა წითლიძე აცხადებს, რომ ზუგდიდს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია აკონტროლებს და ადგილობრივი თვითმმართველობა გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვერ იღებს. ამის შესახებ ანა წითლიძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ამასთან, წითლიძე ამბობს, რომ გუბერნატორი ზუგდიდის განვითარების ცენტრის დაფინანსებასაც აფერხებს.
"მრცხვენია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთს ჰყავს გუბერნატორი, რომელიც არის ყარაბას ბარაბასი - ბავშვების მტერი, რომელიც ხელს უშლის ბავშვების უფასო განათლებას. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგნლები ჩემთან პირად საუბრაში ამბობენ, რომ გუბერნატორი ცენტრის დაფინანსების წინააღმდეგია", - თქვა ანა წითლიძემ.
ზუგდიდის განვითარების ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს ბანკში ცენტრის სახელზე გახსნილია ანგარიშის ნომერი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია თანხის ჩარიცხვა . ანგარიშის ნომერია: GE29BG0000000822977000.
ზუგდიდის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის ბრალდებებს დღესვე უპასუხეს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციაში. გუბერნატორის პრესამსახური პაატა ლაგვილავა საკრებულოს წევრის ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ გუბერნატორი ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში არასოდეს ჩარეულა.
"ადგილობრივი ხელიუფლების გადასაწყვეტია უქირავებენ თუ არა ფართს ქალბატონი წითლიძის ორგანიზაციას. ამ წუთებში გუბერნატორი დაკავებულია უფრო მნიშვნელოვანი საქმით, ვიდრე ეს წითლიძის მონაგონია. ის ხვდება ინვესტორებს, ასევე შეხვედრები აქვს ინფრასტუქტურის სამინისტროში, ისეთ მნიშცვნელოვან საკითხზე, როგორიცაა ზუგდიდში სტადიონის მშენებლობა", - თქვა პაატა ლაგვილავამ. ცნობისთვის, გუშინ, 24 თებერვალს, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ,ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების შემსწავლელი, კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც ხმაური და დაპირისპირება იყო. „ზუგდიდის განვითარების ცენტრის“ მსმენელებმა და მოხალისე მასწავლებლებმა, რომლებიც დაფინანსებას 3 თვეა ითხოვენ, კომისია არაეფექტურ მუშაობასა და პროცესების განზრახ გაჭიანურებაში დაადანაშაულეს. თავის მხრივ, კომისიის თავმჯდომარე გიორგი თოდუა ცენტრის წარმომადგენლების ბრალდებებს უარყოფს და მათ ბავშვებით მანიპულირებასა და ინტრიგებში ადანაშაულებს. ზუგდიდის განვითარების ცენტრი, სადაც ცენტრის წარმომადგენლების ინფორმაციით ,1 300-მდე ბავშვი სწავლობს ,ფართის დაფინანსებას ითხოვს, რისთვისაც, მათი გათვლებით, 18 ათასი ლარია საჭირო. ცნობისთვის, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპლიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფის პროექტებს დააფინანსებს. ამისთვის ბიუჯეტში 30 ათასი ლარია გათვალისწინებული.
ამავე თემაზე:
ზუგდიდის საკრებულოს კომისიის სხდომა ხმაურით წარიმართაანა წითლიძე – ზუგდიდის განვითარების ცენტრი ბოლომდე იბრძოლებს
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები