ინგრედიენტები:
ხაჭო 250 გ
ფქვილი 200 გ
შაქარი 170 გ
კვერცხი 3
კარაქი 1 ს.კ
სოდა 2/3 ჩ.კ
ლიმონი 1 ცალი
მომზადების წესი:
ლიმონი გარეცხეთ, მოაჭერით თავი და ბოლო, დაჭერით რგოლებად და მოაშორეთ კურკები. შემდეგ ბლენდერში დააქუცმაცეთ კანიანად. ხაჭო, შაქარი და დარბილებული 1 კოვზი კარაქი კარგად ასრისეთ. შეათქვიფეთ კვერცხი, დაამატეთ ლიმონის "ფაფა", აურიეთ. შემდეგ დაამატეთ სოდა და 2 წუთი ადროვეთ, სანამ მასა აფუვდება. დაამატეთ ფქვილი და გადაურიეთ. გადაიტანეთ ცხიმწასმულ ფორმაში და გამოაცხეთ 180 გრადუსზე.
მზა კექსს მოაყარეთ შაქრის პუდრა.
მასალის გამოყენების პირობები