ფილმის „ფიფქია და მონადირე“ სამსახიობო დასს „ოსკარის“ პრემიის ნომინანტი ჯესიკა ჩესტეინი შეუერთდა. ის „მონადირეში“ ქალის ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს.
მსახიობმა ცოტა ხნის წინ დაასრულა რიდლი სკოტის ფანტასტიკაზე „მარსიანელი“ მუშაობა. წელს მისი ნახვა შესაძლებელი იქნება გილერმო დელ ტოროს საშინელებათა ფილმში „Crimson Peak“. ზუსტად ვის როლს შეასრულებს ჯესიკა ფილმში „მონადირე“, ჯერჯერობით, უცნობია.
სურათის დამდგმელი სედრიკ ნიკოლა-ტროიანი იქნება.
ფილმში მოქმედება მონადირე ერიკის (ქრის ჰემსვორტი) გარშემო განვითარდება. ის როვენას სახლიდან მოპარული ჯადოსნური სარკის საძებნელად მიემგზავრება. მას მოუწევს თავის წარსულთან და თოვლის დედოფალთან (ემილი ბლანტი) შეჯახება, რომელსაც თავისი დის სიკვდლის გამო შურისძიება წყურია.
სურათის პრემიერა 2016 წლის 22 აპრილს არის დანიშნული.
მასალის გამოყენების პირობები