უიტნი ჰიუსტონის ქალიშვილი 21 წლის ბობი ქრისტინა მდგომარეობის დამძიმების გამო კვლავ ხელოვნურ კომაში შეიყვანეს
„მას ხელოვნური კომიდან გამოყვანის შემდეგ პრეპარატები შეუცვალეს, მაგარმ ძლიერი კრუნჩხვები დაეწყო და კვლავ კომაში შეიყვანეს, ეს საშინელებაა, ყველანი მის გამოჯანმრთელებას ველოდებოდით, ყველა ოპტიმისტუად ვიყავით განწყობილნი,“ - განუცხადა ჟურნალ People-ს გოგონას ერთ-ერთმა ნათესავმა.
მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველები ამ დრომდე განიხილავენ ძალადობისა და ნარკოტიკების გამოყენების ვერსიებს.
ბობი ქრისტინა უიტნი ჰიუსტონის ერთადერთი მემკვიდრეა, მომღერალმა მას მთელი თავისი ქონება დაუტოვა (სხვადასხვა მონაცემით ეს ქონება 13-დან 115 მილიონამდე დოლარს შეადგენს). ბობი ქრისტინას 35 წლის შესრულებამდე მემკვიდრეობის განკარგვის უფლება მის დეიდას, მერიონ პეტ ჰიუსტონს აქვს.
ამავე თემაზე:
უიტნი ჰიუსტონის ქალიშვილი სიკვდილის პირასაა
ბობი კრისტინას მდგომარეობა უმჯობესდება
მასალის გამოყენების პირობები