კომპანია Apple-ს სასამართლომ Smartflash-ის სასარგებლოდ 532,9 მლნ დოლარის გადახდა დაავალა. საუბარია იმაზე, რომ ”ჩაკბეჩილმა ვაშლმა” სერვისს iTunes შექმნისას Smartflash-ის 3 პატენტი გამოიყენა.
Smartflash-ის შეფასებით მისი ზარალი 852 მლნ დოლარი იყო. თავად Apple-მა სხვისი პატენტის გამოყენების შესახებ აღიარა, თუმცა მისი გათვლებით ზარალი 4,5 მლნ დოლარი იყო.
Apple-ში მიიჩნევენ, რომ სასამართლომ დაუსაბუთებელი განაჩენი გამოიტანა და ამიტომაც Apple-ის იურისტები აპელაციას უკვე ამზადებენ.
Apple-ში განმარტავენ, რომ Smartflash-ი არანაირ პროდუქტს არ ასაწრმოებს, არ ქმნის სამუშაო ადგილებს, არ ოპერირებს აშშ-ში, უბრალოდ რამდენიმე პატენტის მფლობელია და ეხლა Apple-ს მიმართ საქმის აღძვრით იოლი ფულის გაკეთება მოუნდა
მასალის გამოყენების პირობები