ზუგდიდში, მარცხენა სანაპიროს (დადვანის ქუჩიდან კოსტავას ქუჩამდე), საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობა დასრულდა.
პროექტის ფარგლებში აღნიშნულ მონაკვეთზე იგეგმება ტერიტორიის მოასფალტება, ჯებირების გამაგრება (45 გრძივი მეტრი) და განათების სისტემის მონტაჟი.
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი გოგოხიამ, ვიცე-მერმა გია გულორდავამ და ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის წარმომადგენლებმა მდინარე ჩხოუშის სანაპირო ზოლი ერთად დაათვალიერეს.
მარცხენა სანაპიროს ქუჩის რეაბილიტაციზე 900 000 ლარი დაიხარჯება.
მასალის გამოყენების პირობები