ასოციაციამ "ათინათი" ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო (ვიდეო)
16:25 / 26.02.2015
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ასოციაცია „ათინათმა“ პროექტის „საზოგადოების ცოდნის გაძლიერება და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობა რეგიონულ დაგეგმარებაში“ ფარგლებში შეხვედრა გამართა. მას მერის მოადგილე კობა ჯიქია, მერიის არქიტექტურის, ინფრასტრუქტურისა და საზოაგდოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ.
პროექტს, რომლის მიზანია რეგიონული და ადგილობრივი განვითარების პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ასოციაცია „ათინათი“ ახორციელებს.
ასოციაცია "ათინათის" გამგეობის თავჯდომარემ გია ხასიამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მათი მიზანია 2016-2018 წლების რეგიონული განვითარების სამოქმედო გეგმის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება. ამისთვის, პროექტის ფარგლებში მოქალაქეებთან შეხვედრები და კონსულტაციებია დაგეგმილი.
"საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას, თუ რა კეთდება და რის გაკეთებას გეგმავს ხელისუფლება რეგიონში. შესაძლებელია, მოქალაქეებმა დააყენონ პრობლემური საკითხები და ეს თქვენ მომავალში გაითვალისწინოთ", - თქვა გია ხასიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბრისას.
გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, ადგილობრივ თვითმმართველობებში შეირჩევა ერთი საკონტაქტო პირი, რომელიც პასუხს აგებს მოქალაქეებთან კომუნიკაციაზე, საჩივრებისა და თხოვნების კონსოლიდაციაზე.
ზუგდიდის მერიის წარმომადგენლებმა პროექტი მოიწონეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნება თვითმმართველობისთვის.
"მოსახლეობა ნამდვილად არ არის სათანადოდ ინფორმირებული, თუ რა ხდება და რისი გაკეთება აქვს ჩაფიქრებული მუნიციპალიტეტს. აქედან გამომდინარე, მოსახლეობის ინფორმირებულობა და ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. შესაძლებელია, მომავალში მოხდეს მოსახლეობის მოსაზრებებისა და შენიშვნების გათვალისწინება რეგიონული დაგეგმარების პროცესში ", - განაცხადა კობა ჯიქიამ.
პროექტს სამოქალაქო განვითარების სააგენტო "სიდა", 10 ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად (სამოქალაქო ორგანიზაციების რეგიონული ქსელის წევრები), ახორციელებს.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები