დაგჭირდებათ:
1 სტაფილო
1-2 ვაშლი (ჯობია მწვანე)
2 ცალი კვერცხი
2-3 სუფრის კოვზი ფქვილი
1 ჩაის კოვზი ზეთი.
მომზადება:
გახეხეთ სახეხზე სტაფილო, შემდეგ - ვაშლი, გაამატეთ კვერცხი და კარგად აურიეთ. დაამატეთ ფქვილი და ისევ ურიეთ თავიდან. გააცხელეთ ტაფა და დაასხით მცენარეული ზეთი. კოვზით ამოიღეთ და დადეთ ტაფაზე შესაწვავად. მიირთვით გემრიელად!
მასალის გამოყენების პირობები