რუბრიკები
„გრეის ორმოცდაათი ელფერის“ სიქველში გადაღებაზე ჯეიმი დორნანის უარი ჭორი აღმოჩნდა

ფილმ „გრეის ორმოცდაათი ელფერის“ მთავარი როლის შემსრულებელმა ჯეიმი დორნანმა უარყო პრესაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ თითქოს მან ცოლის წინააღმდეგობის გამო ფილმის სიქველში გადაღებაზე უარი თქვა. ამის შესახებ ინგლისური გამოცემა Express-ი წერს.

მსახიობის წარმომადგენელმა პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას ჭორი უწოდა, რადგან Universal Pictures-ს ფილმის გაგრძელების გადაღება ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.

მანამდე ავტსრალიურმა ჟურნალმა NW-მა თავის წყაროზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ დორნანი „გრეის ორმოცდაათი ელფერის“ სიქველში გადაღებაზე უარს ამბობს, რადგან მისი ცოლი, ამელია, ამისი წინააღმდეგია.

„ჯეიმიმ განაცხადა, რიმ ფილმი მას კარიერულ წინსვლაში დაეხმარა. ის ცდილობდა ამელიასთვის აეხსნა, რომ მათ ქორწინებას საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ მთელი მსოფლიოს ქალები მასზე ჭკუას კარგავენ. ჯეიმის ცოლს ფილმი ჯერ არ უნახავს და მგონია, რომ არც ნახავს“, - განუცხადა წყარომ ჟურნალს.

მანამდე ფილმის რეჟისორმა სემ ტეილორ-ჯონსონმა დაადასტურა სიქველზე მუშაობის ფაქტი, მაგრამ მისი თქმით, ფილმზე მუშაობა წიგნის ავტორთან უთანხმოების გამო ფერხდება.

 
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.